8.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

რეკლამა

მთავარი რეგიონი "სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია" - ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია” – ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

კლინიკა “მედცენტრის” დირექტორი მედეა ქაჯაია ამბობს, თუ სტაბილური დინამიკა შენარჩუნდება, პაციენტს ხვალ რეანიმაცული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.

“პაციენტის მდგომარეობა დღეისთვის არის სტაბილური, გვაქვს დადებითი დინამიკა, მეტად აქტიურია, ადეკვატურია. მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ყველა ნორმაშია მოსული. პაციენტთან ძირითადად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები. თუ ასეთი სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა, ვგეგმავთ, ხვალ გადავიყვანოთ [სტაციონარულ] განყოფილებაში”, – თქვა მედეა ქაჯაიამ.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი. მაშველებმა ნანგრევებიდან მხოლოდ 2 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია – მედიაში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა...

“მოდით ღარიბაშვილს დავარქვათ “ჰიტლერი 2” – ლამარა აბჟანდაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით ამ ღარიბაშვილს დავარქვათ "ჰიტლერი 2 ",  - ამის შესახებ Facebook-ზე ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე წერს. ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით...

ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

  22 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა...