4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება გლდანის ციხის საავადმყოფოს დირექტორს კოვიდ-19 დაუდასტურდა

გლდანის ციხის საავადმყოფოს დირექტორს კოვიდ-19 დაუდასტურდა

ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორღაც გაახანგრძლივონ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნა – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია ფაქტს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს დირექტორს, დავით დარასელიას კოვიდ-19 დაუდასტურდა და სისტემა ამ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა.

“ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს…ამ დროს ვხედავთ როგორი ჩაკეტილია სისტემა და ინფორმაციას როგორ ვიგებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ, მათ შორის, კოვიდთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორღაც გაახანგრძლივონ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნა. 

ფაქტი, რომ დაწესებულების წარმომადგენლებს დაუდასტურდათ კორონავირუსი, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ შეხება მიხეილ სააკაშვილთან და უნდა ჰქონოდათ, როდესაც ჩვენ მიხეილ სააკაშვილს ვხვდებით, ეს ადამიანები იქ ტრიალებენ. კიდევ  ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში დატოვება”,- ამბობს ბექა ბასილაია. 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...