29.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება რომელი ოჯახები მიიღებენ თბილისში ბინას უფასოდ

რომელი ოჯახები მიიღებენ თბილისში ბინას უფასოდ

დედაქალაქის მასშტაბით 400 უსახლკარო ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“არც ერთი უსახლკარო თბილისელი ბინის გარეშე არ დარჩება. საბინაო ფონდის შექმნა დიდი ხანია დაწყებული გვაქვს და მზად ვართ, უკვე 2022 წლიდან ამ პროგრამის განხორციელება დავიწყოთ.” – თქვა მერმა.

არსებული ინფორმაციით, ბინების მოძიება დედაქალაქის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ და 400 ოჯახი 2022 წელს საკუთარ ფართს მიიღებს.

იმისათვის, რომ გაგვერკვია, როგორ რეგისტრირდება პირი უსახლკაროდ და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, თბილისის მერიას მივმართეთ:

“სტატუსი სმოსაპოვებლად მოქალაქემ თბილისის მერიას უნდა მიმართოს. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ განაცხადს განიხილავს. არსებობს სპეციალური ფორმები, რომლებიც განმცხადებლის მხრიდან ივსება და რეგისტრირდება. სამსახური საკითხს კომისიური წესით განიხილავს. კომისიაზე გადის დოკუმენტაცია, ასევე საჯარო და კერძო უწყებებიდან კომისია თავადაც იძიებს ინფორმაციას. მოძიებული მონაცემების დამუშავების შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც ბრძანების სახით მზადდება და განმცხადებელს ეცნობება. ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ მოქალაქე იურიდიულად ქალაქ თბილისში რეგისტრირებული იყოს და არ ფლობდეს უძრავ ქონებას. სხვა დეტალებს, როგორც გითხარით, განმცხადებელი თავად ავსებს სპეციალურ ფორმაში.”- გვითხრეს თბილისის მერიაში.
დამატებითი დეტალებისთვის დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

10 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი მსხვილი პროექტების განხორციელებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  ქვეყნის გარეთაც  აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ერთობლივი...

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

9 აგვისტო, 2022 - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ...

საქართველოს ბანკს, GITA-სა  და 500 Global-ს შორის 4 წლიანი პარტნიორობა გაფორმდა

5 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება.  მხარეებს შორის დამატებითი,  4 წლიანი პარტნიორობა დღეს გაფორმდა. პარტნიორობის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

3 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის...