24.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საპატრიარქო: აცრის გამო ზიარების შეზღუდვა დაუშვებელია

საპატრიარქო: აცრის გამო ზიარების შეზღუდვა დაუშვებელია

საქართველოს საპატრიარქო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეკლესია “იძულებით ვაქცინირებას” მხარს ვერ დაუჭერს.

გარდა ამისა, მათი თქმით, დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს აცრა ან აცრის გამო შეუზღუდოს ზიარება.

“საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ კორონავირუსის აცრასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც სინოდის დადგენილებაშია ასახული.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია.

კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი მრევლს შეუძლია მომართოს საქართველოს საპატრიარქოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

10 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი მსხვილი პროექტების განხორციელებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  ქვეყნის გარეთაც  აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ერთობლივი...

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

9 აგვისტო, 2022 - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ...

საქართველოს ბანკს, GITA-სა  და 500 Global-ს შორის 4 წლიანი პარტნიორობა გაფორმდა

5 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება.  მხარეებს შორის დამატებითი,  4 წლიანი პარტნიორობა დღეს გაფორმდა. პარტნიორობის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

3 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის...