მას შემდეგ რაც საქალაქო სასამართლოს ეზოსთან საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა, პოლიციამ აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური წიწაკის სპრეი გამოიყენა.
დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც დასახმარებლად ადგილზე მყოფ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას მიმართეს.
გარდა ამისა, დასპირისპირება მოხდა სამოქალაქო აქტივისტ ბესიკ თამლიანსა და პოლიციას შორის.