24.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება

30 ივნისი, 2022– საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება. პროექტი 0,15 ჰა-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს, სამაცივრე მეურნეობასა და თაფლის წარმოებას აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება 610,000 ლარს უტოლდება.

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ჩვენი ბიზნესი ზრდას და განვითარებას განაგრძობს. მოსავლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ვახორციელებთ. ამჟამად თაფლის რეალიზაცია 2 ტონას, ხოლო მარწყვის – 5 ტონას უტოლდება. პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, გეგმაში გვაქვს დამატებითი ფართობის ათვისება და ახალი ბაღების გაშენება. ბანკთან პარტნიორობით, შევძელით სამაცივრე მეურნეობის მოწყობაც, რომელიც 20 ტონამდე მოსავალს ინახავს. გვინდა სამომავლოდ მეტად გავაფართოვოთ ჩვენი აგრობიზნესი, მეტი ადგილობრივი დავასაქმოთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუზრუნველვყოთ პროდუქციის რეალიზაცია“, – აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, დავით კუჭუხიძე.

„ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს  პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება. მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მეტად გავუმარტივოთ მომხმარებელს საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომა, მეურნეობის განვითარება და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მსგავსი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას“, – აცხადებს საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი ბოჩიკაშვილი.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

10 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი მსხვილი პროექტების განხორციელებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  ქვეყნის გარეთაც  აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ერთობლივი...

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

9 აგვისტო, 2022 - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ...

საქართველოს ბანკს, GITA-სა  და 500 Global-ს შორის 4 წლიანი პარტნიორობა გაფორმდა

5 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება.  მხარეებს შორის დამატებითი,  4 წლიანი პარტნიორობა დღეს გაფორმდა. პარტნიორობის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

3 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის...