22.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ციტადელი“ საქმიანობას აფართოებს

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ციტადელი“ საქმიანობას აფართოებს

7 სექტემბერი, 2021– საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „ციტადელი“ საქმიანობას აფართოებს.

 

კომპანია მომხმარებელს 30-მდე კატეგორიის, საერთაშორისო სტანდარტების სამშენებლო-სარემონტო მასალებსა და ტექნიკას სთავაზობს, მათ შორის: საყალიბე სისტემებს, კოშკურა ამწეებს, ჰიდროიზოლაციას, თბო და ხმის იზოლაციას, უსაფრთხოების სისტემებს/აქსესუარებს, ელექტროობას, განათების სისტემებს, ლამინირებული იატაკის ფილებს, ბაღის აქსესუარებს, ფანერებს  და ა.შ.

 

„„ციტადელს“ მომხმარებელთან ურთიერთობის რამდენიმე მიმართულება აქვს არჩეული, ესენია: დისტრიბუცია, საცალო, ონლაინ და კორპორატიული გაყიდვები. ჩვენი პრიოტიტეტი მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: ROCKWOOL, SVEZA, PERI, ICOPAL, PENOPLEX, TGM, COMANCA და სხვა”, – განმარტავს ციტადელის ფინანსური დირექტორი, ირაკლი შეყილაძე

 

„2001 წლიდან  „ციტადელი“ სამშენებლო სფეროში მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს, იმისათვის, რომ ბაზარზე  ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნას. საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში შევძელით ნდობასა  და ხარისხზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება ჩვენს მომხმარებელთან. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები, შევინარჩუნოთ ლიდერი კომპანიის სტატუსი და გავზარდოთ პარტნიორთა რიცხვი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე”, – აცხადებს ირაკლი შეყილაძე.

 

“ციტადელი“ ამჟამად თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში რვა სავაჭრო სივრცეს აერთიანებს და 250 -ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. პროდუქტის რეალიზაციას კი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სომხეთში ახორციელებს. „ციტადელის“ პროდუქციით შესრულებულ პროექტებს შორისაა „TWIN TOWERS”, “სითი მოლი“, “რედკო გუდაური“, „თბილისი გარდენს“, „M3 საბურთალო“, „არქი ფიჭვები“ და სხვ.

 

 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს,  დედაენის ბაღში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო...

მხარდაჭერით ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით 25-26 სექტემბერს ისთ ფოინთში, (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 სთ-ზე) ყველაზე პატარა მეწარმეების, ბავშვების მარკეტი გაიმართება. ისინი თავიანთ შექმნილ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში წარმოადგენენ....

საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

14 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის...

გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

10 სექტემბერი, 2021 - გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. გალტ & თაგარტის კვლევაში განხილულია ღვინისა...