12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „შხეფი“ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „შხეფი“ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

4 მაისი, 2022საქართველოს ბანკისა და კომპანია „შხეფის“ 4 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, ლიმონათის მწარმოებელი აქტიურად აგრძელებს განვითარებას. ამჟამად კომპანია მომხმარებელს 10-მდე დასახელების არაალკოჰოლურ ლიმონათს სთავაზობს, რისი რეალიზაციაც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. სამომავლოდ, პარტნიორობის ფარგლებში „შხეფი“ პროდუქციის მიმართულებების დამატებასა და მის ექსპორტზე გატანას გეგმავს. 

„შხეფი“ უკვე 7 წელია ოპერირებს ბაზარზე და ვცდილობთ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 80,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით წარმატებით განვახორციელეთ გადაიარაღების პროცესი და პარტნიორობის ფარგლებში მივიღეთ შენობის, მოკლევადიანი ხარჯებისა და საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო დაფინანსება. ეს ჩვენი კომპანიისთვის ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მდგრადი გახდა წარმოების ციკლი, ვინაიდან გაგვეზარდა ნედლეულის შესაძენად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობა. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავაფართოვოთ წარმოების ხაზი და შეთავაზებული პროდუქციის სახეობები; ასევე, ავითვისოთ საექსპორტო ბაზრები“, – აცხადებს „შხეფის“ დამფუძნებელი, მალხაზ ხარშილაძე.

ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია.  ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business  

 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

25 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ...

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო...

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება....

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

23 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ....