17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 4, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

23 მაისი, 2022– საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა.

ბორჯომის ცენტრში განთავსებული სასტუმრო-სანატორიუმი სხვადასხვა კატეგორიის 164 ნომერს აერთიანებს და დამსვენებლებს სხვადასხვა სამედიცინო თუ სარელაქსაციო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: ორგანიზმის სრული დიაგნოსტიკა და პროფესიონალი სამედიცინო გუნდის კონსულტაციები, ლაბორატორიული კვლევა, სპა პროცედურები, ფიტნესი და სხვ. 

სასტუმრო-სანატორიუმის ყოველდღიურ საქმიანობაში 196 ადამიანია ჩართული.

„ბორჯომი პალასის“ ისტორია 1876 წელს იწყება. ობიექტი რეგიონში პირველ სანატორიუმს წარმოადგენდა, სადაც დამსვენებლებს ბალნეოლოგიური და სპა სერვისებით შეეძლოთ სარგებლობა. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით წარმატებით შევძელით სასტუმრო-სანატორიუმის სრული რეკონსტრუქცია, ახალი სივრცეებისა და სერვისების დამატება. თანამედროვე აღჭურვილობის და პროფესიონალი სამედიცინო გუნდის ერთობლიობა, შესაძლებელს ხდის დამსვენებლებმა სრულყოფილი რეაბილიტაციისა და მკურნალობის კურსი ჩაიტარონ“, – განაცხდა კომპანიის დირექტორმა, ნუგზარ აღლემაშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით მსგავსი ისტორიული მნიშვნელობის დაწესებულების რეაბილიტაცია განხორციელდა. დღეს „ბორჯომი-პალასი“ განახლებული ინფრასტრუქტურითა და სერვისებით აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და საქმიანობას. ეს კი მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, დაისვენოს ისტორიულ სასტუმრო-სანატორიუმში და ისარგებლოს „ბორჯომი პალასის“ სამედიცინო თუ სარელაქსაციო სერვისებით. ჩვენთვის დიდი პატივია, ხელი შევუწყოთ ქვეყნისათვის მსგავსი მნიშვნელობის პროექტს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საინტერესო პროექტების მხარდაჭერას და ბიზნესის გაძლიერებას“, – აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი წეროძე.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა

1 ივლისი, 2022- ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გურჯაანში 4 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდა, რომლის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის  “ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა

1 ივლისი, 2022-საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის წახალისებასა და პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ბინადარის“ პარტნიორობის შედეგად ლისზე, ტაბიძის 41 ნომერში,  ა და ბ...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

30 ივნისი, 2022-  2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე.  თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია არაერთი საინტერესო შეხვედრა. კონკრეტულად კი:...

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება

30 ივნისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება. პროექტი 0,15 ჰა-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს, სამაცივრე მეურნეობასა და...