12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება

13 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია მოვიზიდეთ, რაც სამშენებლო მასალების შეძენას და მშენებლობის განხორციელებას მოვახმარეთ. სასტუმროში 5 ოთახი განთავსდება, რომელიც 20 ვიზიტორს დაიტევს. სამომავლოდ, ვგეგმავთ  ახალი ნომრების დამატებას. ასევე, გვსურს ეზოში დამატებითი სივრცეები მოვაწყოთ, სადაც სტუმრები დროის კომფორტულად გატარებას და ტრადიციული კერძების დაგემოვნებას შეძლებენ“, – აცხადებს საოჯახო სასტუმროს ხელმძღვანელი, მაია სიგუა.

„მოხარული ვართ, რომ  გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში.  საქართველოს ბანკის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტ მსგავს ინიციატივას დაუჭიროს მხარი იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, დასაქმდეს მეტი ადამიანი და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

25 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ...

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო...

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება....

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

23 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ....