24.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა

1 ივლისი, 2022- ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გურჯაანში 4 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდა, რომლის რეალიზაცია მეზობელ ქვეყნებში განხორციელდა. პროექტი 3.5 ჰა ატმისა და 0.5 ჰა გარგარის ბაღს, ასევე, სამაცივრე მეურნეობას აერთიანებს. ბიზნესი სეზონურად 250 ადამიანს ასაქმებს. ბანკის მხრიდან პროექტის მხარდასაჭერად 443 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა.

„ამჟამად ჩვენი მოსავლის მოცულობა 70 ტონა ატამს და 7 ტონა გარგარს აღწევს. ბანკთან პარტნიორობით გავმართეთ სამაცივრე მეურნეობა, რომლის მოცულობაც 105 ტონას უტოლდება. შესაბამისად, გავაფართოვეთ წარმოება და დავიწყეთ პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში რეალიზაცია. გარდა ამისა, აქტიურად ვიბარებთ მოსავალს ადგილობრივებისგან და ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობის ფარგლებში დავასაქმოთ გურჯაანის მაცხოვრებლები“, – აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, შალვა ქართლელიშვილი.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი ქართული ბიზნესი ვითარდება და იწყებს საექსპორტო ბაზრების ათვისებას. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ აგრომეურნეობის სფეროში არსებული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მათი განვითარებით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

10 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი მსხვილი პროექტების განხორციელებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  ქვეყნის გარეთაც  აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ერთობლივი...

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

9 აგვისტო, 2022 - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ...

საქართველოს ბანკს, GITA-სა  და 500 Global-ს შორის 4 წლიანი პარტნიორობა გაფორმდა

5 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება.  მხარეებს შორის დამატებითი,  4 წლიანი პარტნიორობა დღეს გაფორმდა. პარტნიორობის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

3 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის...