24.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ელგიმ“ მზის პანელები დამონტაჟა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ელგიმ“ მზის პანელები დამონტაჟა

27 ივლისი, 2022- საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ელგის“ პარტნიორობის ფარგლებში კახეთში, ქალაქ თელავში,  მზის ელექტრო სადგურები დამონტაჟდა. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 150 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანიის ელექტრო ენერგიის დღიური გამომუშავება უკვე 300 ლარს შეადგენს. კომპანია წელიწადში 48 000 ლარამდე დაზოგავს, რასაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარს.

პროქტის ჯამური ბიუჯეტი 1 365 000 ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 1 145 000 ლარს შეადგენს. 

„ჩვენ საქართველოს ბანკთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ რომ ახალი პროექტიც სწორედ მათი მხარდაჭერით განვახორციელეთ. კომპანია „ელგი“ ოპერირებს ბაზარზე სასტუმრო „ალაზნის ველით“, რომელიც მდებარეობს კახეთის შუაგულში, ისტორიულ ქალაქ თელავში. სასტუმრო მოიცავს 50 ნომერს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სასტუმროსათვის განკუთვნილი ყველა საჭირო აქსესუარებით. სასტუმრო ასევე  მოიცავს საუკეთესო ქართულ რესტორანსა და ტერასას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძები და საქვეყნოდ ცნობილი ქართული ღვინოები. სწორედ ამ სასტუმროსთვის დამონტაჟდა მზის ელექტრო სადგური, რომელიც გაზრდილი ელექტრო ენერგიის საფასურის ფონზე მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს გადასახადს და მოგცემს შესაძლებლობას, დაზოგილი თანხა კვლავ ბიზნესის განვითარებას მოვახმაროთ“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, კონსტანტინე მახათელაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით დანერგა ეკომეგობრული პროდუქტი − ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/396st4P

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

10 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი მსხვილი პროექტების განხორციელებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  ქვეყნის გარეთაც  აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ერთობლივი...

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

9 აგვისტო, 2022 - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ...

საქართველოს ბანკს, GITA-სა  და 500 Global-ს შორის 4 წლიანი პარტნიორობა გაფორმდა

5 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება.  მხარეებს შორის დამატებითი,  4 წლიანი პარტნიორობა დღეს გაფორმდა. პარტნიორობის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

3 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის...