29.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელში აგრომეურნეობა ვითარდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელში აგრომეურნეობა ვითარდება

28 ივლისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელში, საოჯახო აგრომეურნეობა განვითარებას აგრძელებს. ფერმა 30ჰა-მდე გაშენებულ ბაღჩეულ და მარცვლეულ კულტურებსა და 100 სულამდე მსხვილფეხა საქონელს აერთიანებს.

„ჩვენი საქმიანობა ამჟამად 5 ჰა-მდე ბაღჩეულ კულტურებს (საზამთრო, ნესვი, ბულგარული, ბროკოლი, სოიო), 25 ჰა-მდე მარცვლეულ კულტურებს (ჰიბრიდი და ქართული სიმინდი) და 0.6ჰა-ზე გაშენებულ მებოსტნეობას მოიცავს. პროდუქციის რეალიზაციას ქუთაისის მასშტაბით ვახორციელებთ. საქართველოს ბანკთან 2015 წლიდან ვთანამშრომლობთ. ბანკის მხარდაჭერით შევძელით გაგვეფართოვებინა ფერმა და გაგვეზარდა წარმოება. სამომავლოდ, გვსურს კიდევ უფრო დიდი მოცულობის ნატურალური, ქართული პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს“, – აცხადებს აგრომეურნეობის ხელმძღვანელი, ნანა ნიკურაძე.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი ბიზნესი გავაძლიეროთ. საქართველოს ბანკი მცირე მეწარმესთან 2015 წლიდან პარტნიორობს და ამ ხნის მანძილზე ერთად რამდენიმე აგრომიმართულების განვითარება შევძელით. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეგიონში ისეთ ბინზესს, რომელიც არ ჩერდება და სამომავლო განვითარებაზე ფიქრობს. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ აგროპროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით კი რეგიონებში“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

 

 

 

 

 

 

 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

10 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი მსხვილი პროექტების განხორციელებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  ქვეყნის გარეთაც  აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ერთობლივი...

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

9 აგვისტო, 2022 - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ...

საქართველოს ბანკს, GITA-სა  და 500 Global-ს შორის 4 წლიანი პარტნიორობა გაფორმდა

5 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება.  მხარეებს შორის დამატებითი,  4 წლიანი პარტნიორობა დღეს გაფორმდა. პარტნიორობის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

3 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის...