22.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს „საკონდიტრო კომპანია“ ფართოვდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს „საკონდიტრო კომპანია“ ფართოვდება

9 თებერვალი, 2021– საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. შპს „საკონდიტრო კომპანიის“ საქმიანობის გაფართოებისა და ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა 150 000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს, რის ფარგლებშიც „საკონდიტრო კომპანიას“ სულ მალე ახალი საწარმო შეემატება. მისი მეშვეობით, კომპანია დღეში 350-400 კგ. პროდუქციის წარმოებას და შეთავაზებული საკონდიტრო ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას შეძლებს.

ამჯერად კომპანია 10 ადამიანს ასაქმებს, პროდუქციის რეალიზება ხორციელდება  საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის „სანდომის“ ქსელში.

„საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების წახალისებას აქტიურად განაგრძობს. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით, შპს „საკონდიტრო კომპანია“ ფართოვდება. მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ბიზნესის, ამჯერად  „საკონდიტრო კომპანიის“ სამომავლო განვითარებაში“, – განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს,  დედაენის ბაღში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო...

მხარდაჭერით ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით 25-26 სექტემბერს ისთ ფოინთში, (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 სთ-ზე) ყველაზე პატარა მეწარმეების, ბავშვების მარკეტი გაიმართება. ისინი თავიანთ შექმნილ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში წარმოადგენენ....

საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

14 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის...

გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

10 სექტემბერი, 2021 - გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. გალტ & თაგარტის კვლევაში განხილულია ღვინისა...