29.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკის მხარდაჭრით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

საქართველოს ბანკის მხარდაჭრით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2020-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ათ გუნდს შორის ჟიურიმ 4 გამარჯვებული დაასახელა, ხოლო 1 გუნდი საზოგადოების რჩეული გახდა. ხუთივე მათგანი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნესიდეის განსახორციელებლად და დაესწრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს.

2020 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:

  • Village 200 – პლატფორმა, რომელიც ამარტივებს აგრომომსახურეობას. 
  • UnLimited – აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება რუკაზე ნახოს თუ რამდენად ადაპტირებულია ესა თუ ის ობიექტი შშმ პირთათვის.
  • Qandle – ონლაინ სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ონლაინ კურსები. 
  • თაფლი ლეჩხუმიდან – პროექტი ხელს უწყობს ლეჩხუმში მეფუტკრეობის განვითარებას და გვთავაზობს ადგილობრივ, ნატურალურ თაფლს, რომლის დამზადებაზეც ადგილობრივი ახალგაზრდები იმუშავებენ.
  • სოციალური კაფე „ქეთოსთან“ – მულტიფუნქციური კაფე-გალერეა ლანჩხუთში, სადაც დასაქმდებიან შშმ პირები. 

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, Social Impact Award წელს სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში  სამუშაო შეხვედრების სერიები გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 600-მდე ახალგაზრდა დარეგისტრირდა, საკონკურსო განაცხადი კი 94 გუნდმა შემოიტანა. 

„წელს განსაკუთრებული წელი გვქონდა, პროგრამის ონლაინ რეჟიმზე გადატანამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ გავფართოებულიყავით საქართველოს რეგიონებში, სწორედ ამიტომაც განსაკუთრებული აქტიურობა რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდება გამოიჩინეს. Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და ძალიან გვიხარია, რომ ყოველწლიურად სოციალური მეწარმეობის კონცეფცია უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ახალგაზრდებისთვის”. – აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.  

„საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ, რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. წლევანდელი პროგრამა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან გაიზარდა რეგიონების რაოდენობა და პროგრამა მთლიანად გადაეწყო ახალ რეალობაზე, რაც ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს დაინახონ ახალი გამოწვევები, ხელს უწყობს მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში“. – აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

“მივესალმებით კონკურსის გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს. მხარს ვუჭერთ მათ შემართებას, ემსახურონ საზოგადოებას წარმატებული ბიზნესპროექტების განხორციელების გზით. დღეს, როდესაც საქართველო პანდემიის შედეგებს უმკლავდება, ახალგაზრდული იდეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ „აღვადგინოთ უკეთესად“, ხელი შევუწყოთ მწვანე და მდგრად განვითარებას და ავაშენოთ სოციალურად პასუხისმგებელი და კრიზისებისადმი მდგრადი ეკონომიკა“. – განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. 

Impact Hub Tbilisi უკვე მეოთხე წელია სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award-ს ახორციელებს, რომელიც  ამ დარგში სტუდენტების განათლებაზეა ორიენტირებული და ახალგაზრდებს თავიანთი ბიზნესიდეების განსახორციელებლად ათთვიან საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს. პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე. 

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ბანკისგაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

10 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი მსხვილი პროექტების განხორციელებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  ქვეყნის გარეთაც  აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ერთობლივი...

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

9 აგვისტო, 2022 - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ...

საქართველოს ბანკს, GITA-სა  და 500 Global-ს შორის 4 წლიანი პარტნიორობა გაფორმდა

5 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება.  მხარეებს შორის დამატებითი,  4 წლიანი პარტნიორობა დღეს გაფორმდა. პარტნიორობის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

3 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის...