23.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 16, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

14 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის „ამირანის“ თემაზე შექმნილი პროექტის გამოფენა მოეწყობა.

 

ზღაპრის დღის მთავარი მოვლენა AR (Augmented reality – გამოგონილი რეალობა) აპლიკაციის პრეზენტაცია იქნება, რომლის მეშვეობითაც, ზღაპრული პერსონაჟების თანამედროვე რეალობაში გადმოყვანაა შესაძლებელი. მათი  ავტორები კი  მხატვრები: ანკა ბოჭორიშვილი, ვარლამ ჯმუხაძე, კვაჭი, სოფო კირთაძე, ხატია ჩიტორელიძე და ანუკ ბელუგა არიან.

 

აპლიკაცია უძველესი მითებისა და თანამედროვე ტექნოლოგიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ გართობის, არამედ ფანტაზიის გაშლის შესაძლებლობას აძლევს.

 

გამოფენა ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის არის განკუთვნილი და ის 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. აპლიკაცია ნელ-ნელა სხვა მხატვრების ნამუშვრებითაც შეივსება.

 

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს,  დედაენის ბაღში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო...

მხარდაჭერით ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით 25-26 სექტემბერს ისთ ფოინთში, (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 სთ-ზე) ყველაზე პატარა მეწარმეების, ბავშვების მარკეტი გაიმართება. ისინი თავიანთ შექმნილ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში წარმოადგენენ....

საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

14 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის...

გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

10 სექტემბერი, 2021 - გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. გალტ & თაგარტის კვლევაში განხილულია ღვინისა...