8.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2021– საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს,  დედაენის ბაღში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო წლის დაწყებაა.

კერძო პირების, ბუკინისტებისა და წიგნის მაღაზიების მიერ ფასდაკლებით გამოტანილი ახალი თუ მეორეული წიგნების გარდა, ფლიმარკეტის სტუმრებს დახვდებათ სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ინვენტარი. ასევე, ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები, სამაგიდო თამაშები და სხვა. 

განსაკუთრებული გასართობი ელით სამაგიდო თამაშების მოყვარულებს. ორი დღის განმავლობაში ფლიმარკეტზე მისულ სტუმრებს წიბახას, თელავისა და ქუთაისის კლუბები მათ საინტერესო და თავბრუდამხვევ აქტივობებს შესთავაზებენ. 

ფლიმარკეტის ტერიტორიაზე “საქართველოს ბანკის” მიერ მოწყობილი ზონები განთავსდება, სადაც მისულ სტუმრებს  განტვირთვის, კითხვისა და დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. 

ფლიმარკეტი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ ჩატარდება. წიგნებისა თუ სხვა ნივთების გაყიდვის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ. 

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია – მედიაში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა...

“მოდით ღარიბაშვილს დავარქვათ “ჰიტლერი 2” – ლამარა აბჟანდაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით ამ ღარიბაშვილს დავარქვათ "ჰიტლერი 2 ",  - ამის შესახებ Facebook-ზე ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე წერს. ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით...

ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

  22 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა...