4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში „ფუდ ალიანსის“ საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში „ფუდ ალიანსის“ საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან
პარტნიორობით კომპანია „ფუდ ალიანსმა“ მცხეთაში, სოფელ ნატახტარში ახალი
საწარმო გახსნა.
გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე აშენდა.
კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა.
„ფუდ ალიანსის“ პროექტის მთლიანი ღირებულება 11 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის
ფინანსური თანამონაწილეობა 6.5 მლნ ლარს შეადგენს.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი საწარმო
გაიხსნა. კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს
აწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი აბსოლუტურად ჯანსაღია.
მომხმარებლის მხრიდან ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა კომპანიის პროდუქტებზე
მისი ხარისხის და პრაქტიკული გამოყენების გამო. საწარმოში დასაქმებულია 100-მდე
თანამშრომელი. საწარმო კიდევ უფრო გაფართოებას და ახალი სამუშაო ადგილების
შექმნას გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა შორის 80% იძულებით
გადაადგილებულ მოსახლეობას წარმოადგენს. დარწმუნებული ვართ, კომპანია
დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას შეძლებს", — განაცხადა ზურაბ
ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ
კორპორაციული საბანკო მიმართულებით.
„ნამდვილი ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის შესაქმნელად
საჭიროა დიდი გამოცდილების მქონე კონდიტერი, რასაც ჩვენს შემთხვევაში
უზრუნველყოფს ჩვენი უდიდესი გამოცდილების მქონე, მრავალი ჯილდოს მფლობელი
და ცნობილი ფრანგი კონდიტერი, ვილიამ დენოქსი. კომპანია აღჭურვილია ევროპული
წარმოების მაღალი ხარისხის ნახევრად ავტომატური დანადგარებით. „ფუდ ალიანსი“
მომხმარებელს სთავაზობს ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილ ინოვაციურ
ევროპული სტილის პურების დიდ ასორტიმენტს, ვიენუაზერს (კრუასანის ცომით
დამზადებულ ტკბილეულს), ქართულ და ევროპულ ნახევარფაბრიკატს“,- განაცხადა ჟაკ
მარი ფლურიმ, კომპანიის დირექტორმა.
ინფორმაციისთვის, „ფუდ ალიანსი“ 2019 წელს, წარმოებისა და ბიზნესის განვითარების
სექტორში მრვალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების

მიერ დაარსდა. დღესდღეობით, საწარმოში ასზე მეტი დასახელების პროდუქტი
იწარმოება, რომელიც ყველა დიდ საცალო ვაჭრობის ქსელში, ჰორეკას სექტორსა თუ
სხვადასხვა მსხვილ კომპანიებშია წარმოდგენილი.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...