-0.2 C
Tbilisi
ხუთშაბათი, იანვარი 20, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Adapter”-ში ჩართული ქალი მეწარმეებისათვის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Adapter”-ში ჩართული ქალი მეწარმეებისათვის შეხვედრა გაიმართა

21 დეკემბერი, 2021– საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter”-ის მონაწილეებისთვის ვორქშოპი გაიმართა, სადაც ინდუსტრიის პროფესიონალებმა მათ სასარგებლო რჩევები გაუზიარეს. შეხვედრა წინა საახალწლოდ შოპინგის გაზრდილი აქტივობის ფონზე, ციფრულ არხებში გაყვიდების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა.

შეხვედრას Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში – დიანა კიღურაძე, Adapter.ge-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი – ნიკოლოზ ფოფხაძე,  Extra.ge-ს  გენერალური დირექტორი, ანზორ მანწკავა და Digital Area-ს ციფრული მარკეტერი – ბექა ყაფლანიშვილი უძღვებოდნენ. 

უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ბანკისა და Visa-ს პარტნიორობით ქალი მეწარმეებისათვის ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter“-ი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უწევს მხარდაჭერას, როგორიცაა: გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა. 

„პანდემიის შედეგად საგრძნობლად გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე, უკვე რამდენიმე თვეა ქალ მეწარმეებს Visa-სთან პარტნიორობით ციფრული ადაპტაციის უფასო პროგრამას ვთავაზობთ. პროექტის ფარგლებში 30-მდე ქალმა მეწარმემ წარმატებით განათავსა საკუთარი პროდუქცია Extra.ge-ზე და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდა მათზე ხელმისაწვდომობა. გადავწყვიტეთ, წინა საახალწლოდ ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობის საპასუხოდ, პროექტის ბენეფიციარებისთვის დამატებითი შეხვედრა გაგვემართა, სადაც მონაწილეებმა მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევები მიიღეს. ჩვენი მიზანია, კიდევ მეტ ქალ მეწარმეს მივცეთ წვდომა საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რესურსზე. გვჯერა, რომ “Adapter”-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად, ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში“, – აცხადებს რუსუდან ბარათშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო

18 იანვარი, 2022 - საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება

5 იანვარი, 2022- საქართველოს ბანკი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, 14 იანვარს, ეროვნულ გალერეაში, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება. ღონისძიება...

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება

28 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა დარგის...

ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

24 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი  ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის...