19.8 C
Tbilisi
კვირა, ივლისი 3, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

25 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს ინვესტირების სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკმა პირდაპირ მობილბანკიდან გახადა შესაძლებელი აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას დღეს უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.   

 

„ინვესტიციები“ შესაძლებელს ხდის, სულ რამდნეიმე წუთში, ონლაინ გახსნათ საინვესტიციო ანგარიში და საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, $1-დან დაიწყოთ წამყვანი საერთაშორისო კომპანიების აქციებში ინვესტირება. 

 

ამჟამად, 10 ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი აქცია, რომელშიც მომხმარებლები ინვესტირებას მობილბანკიდან ახორციელებენ, ასე გამოიყურება: Tesla, Apple, Facebook , S&P 500, Coca-Cola, Microsoft, Netflix, Google, Amazon, Boqii Holding Ltd

 

„ინვესტიციების ფარგლებში, საქართველოს 10,000-მდე ახალი ინვესტორი შეემატა, რომლებიც ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები არიან, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საინვესტიციო პლატფორმის  საშუალებით, ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გავხადოთ, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა საქართველოში. პროდუქტის დანერგვიდან დღემდე, „ინვესტიციები“ მუდმივად ვითარდება – პლატფორმას ემატება ახალი ფუნქციონალები, იხვეწება დიზაინი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მარტივი და ინტუიტური იყოს მისი გამოყენება. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვას. სამომავლოდ, ვგეგმავთ მომხმარებელს მობილბანკიდან კრიპტოვალუტებით ვაჭრობაც შევთავაზოთ“, – აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზურაბ ქოქოსაძე.

 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა

1 ივლისი, 2022- ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გურჯაანში 4 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდა, რომლის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის  “ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა

1 ივლისი, 2022-საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის წახალისებასა და პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ბინადარის“ პარტნიორობის შედეგად ლისზე, ტაბიძის 41 ნომერში,  ა და ბ...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

30 ივნისი, 2022-  2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე.  თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია არაერთი საინტერესო შეხვედრა. კონკრეტულად კი:...

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება

30 ივნისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება. პროექტი 0,15 ჰა-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს, სამაცივრე მეურნეობასა და...