12 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 13, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერია

26 მარტი, 2021– საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის თანამონაწილეობით ნატურალური წვენების საწარმო, „ჯორჯიან ნექტარი“ საქმიანობას აფართოვებს. ამ მიზნით ბანკმა  125 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. 

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 570 000 ლარს შეადგენს, საწარმო კი წვენების რეალიზაციას ამერიკაში, ავსტრალიაში, ევროპისა და არაბეთის არაერთ ქვეყანაში ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია მომხმარებელს ქართული ხილით დამზადებულ, ბიო-ორგანული ხაზის პროდუქციას სთავაზობს. წვენები ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურია. პროდუქციის მაღალ ხარისხზე მეტყველებს საწარმოსთვის მინიჭებული არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი, მათ შორის ISO 22000 და ORGIFOAMPCSC211902-A.

კომპანიის სამომავლო გეგმებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოება და თანამშრომელთა რიცხვის შესაბამისი ზრდაა. 

„2017 წლიდან საქართველოს ბანკი ნატურალური წვენების საწარმოს პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ბიზნესი, მისი პროდუქცია კი მსოფლიოს მასშტაბით არის წარმოდგენილი. ჩვენ მუდამ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ კომპანიას და მის გუნდს სამომავლო საქმიანობაში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

- Advertisment -

ახალი სტატიები

ფინანსთა მინისტრი გადადგა

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი გადადგა. ამის შესახებ მან Facebook–ზე დაწერა. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის...

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს

29 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვას განაგრძობს. ბანკი მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტის შესაქმნელად, ბიზნეს მომხმარებლებს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს. მისი...

საქართველოს ბანკმა Raiffeisen Bank International-ისგან ხარისხის ჯილდო მიიღო

29 მარტი 2021- Raiffeisen Bank-მა საქართველოს ბანკს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე  საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის ხარისხის ჯილდო გადასცა. „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ...

ანუკის მხარდაჭერა კლინიკაში მყოფ მეუღლეს – რა ფოტოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე

კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯარო კომენტარი გააკეთა. როგორც მერი პირად გვერდზე წერს, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდგინეს და თბილისის ერთ-ერთ...