17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 4, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება. ინიციატივა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ხორციელდება. პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყოს ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელექტრონული კომერციის კიდევ უფრო აქტიურად დანერგვას.

მეწარმეებს მათ ინტერესებზე და ბიზნესზე მორგებული ვებ-გვერდების შექმნაში „შპს ინტეგრალი“ დაეხმარება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი, პროექტის მონაწილე კომპანიები ახალშექმნილ ვებ-გვერდებზე ელ-კომერციის ფუნქციონალის ჩაშენებას შეძლებენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული ბიზნესების სამომავლო განვითარებას.

„დღეს ციფრული არხების განვითარება ბიზნესის წარმატების წინაპირობაა. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს გაციფრულება და საქმიანობის დისტანციურ არხებში წარმოება, ჩავერთეთ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის და ელ-კომერციის განვითარებას. გარდა ამისა, ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, ხმა მიაწვდინოს  მომხმარებელს ისეთ ადგილებში, სადაც ეს აქამდე მათთვის არ იყო შესაძლებელი. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილე მეწარმეებს. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას, რათა მეტ კომპანიას მიეცეს წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსზე“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

პროექტ „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ შესახებ:

ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ახორციელებს ინიციატივას „100 ვებგვერდი მეწარმეებს“. პროექტი ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში, კერძოდ კი ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელ-კომერციის კიდევ უფრო აქტიურად დანერგვას ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა

1 ივლისი, 2022- ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გურჯაანში 4 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდა, რომლის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის  “ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა

1 ივლისი, 2022-საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის წახალისებასა და პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ბინადარის“ პარტნიორობის შედეგად ლისზე, ტაბიძის 41 ნომერში,  ა და ბ...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

30 ივნისი, 2022-  2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე.  თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია არაერთი საინტერესო შეხვედრა. კონკრეტულად კი:...

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება

30 ივნისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება. პროექტი 0,15 ჰა-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს, სამაცივრე მეურნეობასა და...