4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკი მობილბანკის მომხმარებელს თანხის მოთხოვნის და გაყოფის ინოვაციურ ფუნქციონალს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მობილბანკის მომხმარებელს თანხის მოთხოვნის და გაყოფის ინოვაციურ ფუნქციონალს სთავაზობს

15 დეკემბერი, 2020– საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად, მობილბანკში თანხის გაყოფისა და  მოთხოვნის  ინოვაციური ფუნქციონალი დაამატა.  

თანხის მოთხოვნის  ფუნქცია მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად შეაგროვოს ან თუნდაც ისესხოს ნებისმიერი ოდენობის თანხა, როგორც საქართველოს ბანკის, ისე სხვა ბანკის მომხმარებლებისგან. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით ხელსაყრელია ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა მეგობრების მიერ დაბადების დღის საჩუქრისთვის ფულის შეგროვება. რაც შეეხება თანხის გაყოფის ფუნქციონალს, ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც გვიწევს სხვების ნაცვლად ფულის გადახდა. მობილბანკის თანხის გაყოფის ფუნქციონალი სწორედ მსგავსი სიტუაციებისთვისაა შექმნილი. მისი დახმარებით  მომხმარებელი სწრაფად და კომფორტულად შეძლებს გადახდილი თანხის მეგობრებთან გადანაწილებას და მოთხოვნას. 

აღნიშნული ფუნქციონალების დახმარებით, თანხის მიღებაც ისეთივე მარტივია ანგარიშზე, როგორც მისი  მოთხოვნის გაგზავნა. 

მომხმარებლის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის საქართველოს ბანკი მუდმივად ახდენს  მობილბანკში გადახდა/გადარიცხვის პროცესების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ერთერთი მაგალითია კონტაქტების სია, სადაც თავმოყრილია ყველა ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვისთანაც თანხა გადაგირიცხავთ ან ვისგანაც თანხა მიგიღიათ ბოლო 2 წლის განმავლობაში. კონტაქტების სიის გამოყენებით თქვენ აღარ მოგიწევთ შაბლონების დამატება და შესაბამისად, თანხის გადასარიცხად დაგჭირდებათ მიუთითოთ მხოლოდ გადასარიცხი თანხის ოდენობა. მობილბაბკიდან თანხის გადარიცხვა  შესაძლებელია მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით. 

„მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ თანხის მოთხოვნის და გაყოფის ახალი ფუნქციონალი, რომელიც მობილბანკის მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. ინოვაციური ფუნქციონალის მეშვეობით, მომხმარებელი ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეძლებს ისეთი საჭირო ოპერაციების შესრულებას, როგორიცაა თანხის მოთხოვნა და გაყოფა. ამასთან, ახლა კიდევ უფრო მარტივი ხდება თანხის სასურველ ანგარიშზე მიღება. ახლახანს დამატებული კონტაქტების სია კი გადარიცხვებს კიდევ უფრო მოქნილს და მარტივს ხდის. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენი მიზანია, გამარტივებული პროცესებით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებელს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...