22.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკი მომხმარებელს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს

29 მარტი, 2021– საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვას განაგრძობს. ბანკი მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტის შესაქმნელად, ბიზნეს მომხმარებლებს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს. მისი დახმარებით კიდევ უფრო მარტივი ხდება ოპერაციების განხორციელება. ბარათის შეკვეთა და გააქტიურება კი ბიზნეს ინტერნეტბანკის საშუალებით, მომენტალურადაა შესაძლებელი.

აღნიშნული ბარათით, მომხმარებელი როგორც ბანკომატებით, ისე სავაჭრო ობიექტებში არსებული POS ტერმინალებით ისარგებლებს. გარდა ამისა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ტენდერებში მონაწილეობის მიღება და ონლაინ ანგარიშსწორებაც. ციფრული ბიზნეს ბარათის Apple Pay-სა და TSKAPP აპლიკაციებში დამატებით კი ისეთ ოპერაციებს განახორციელებთ, როგორიცაა: თანხის განაღდება, ჩარიცხვა/გადარიცხვა, შეტანა და კონვერტაცია.

აღსანიშნავია, რომ ციფრული ვერსია როგორც ბიზნეს ბარათის, ასევე ქეშ ქარდის და 4B ბარათებისთვისაა ხელმისაწვდომი. ბანკის გადაწყვეტილებით კი, ბარათის შეკვეთის შემთხვევაში, 6 თვის მანძილზე სრულიად უფასო იქნება როგორც მისი დამზადება, ასევე  ბარათის ვადის ამოწურვამდე მისი გამოყენებაც. ბარათის შეკვეთა შესაძლებელია როგორც ინტერნეტბანკში, ისე სერვისცენტრებში.

„ციფრული ბიზნეს ბარათი მომხმარებლის მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის დაინერგა. ბარათი დაზღვეულია დაკარგვისგან, რადგან ის ტელეფონშია, ეს კი საგრძნობლად ზრდის მის დაცულობას. მისი მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს ყველაზე საჭირო საგადახდო ოპერაციების შესრულებას, ონლაინ ანგარიშსწორებას და ტენდერებში მონაწილეობის მიღებას. ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მის გასააქტიურებლად სულ რამდენიმე წამია საჭირო, პირველი 6 თვის მანძილზე კი ეს სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. ჩვენ ვაგრძელებთ ინოვაციური პროდუქტების დანერგვას, რათა გაუმჯობესებული პროცესებით თუ სერვისებით, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს“, – განაცხადა გიორგი არველაძემ, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/2P7zqsz

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს,  დედაენის ბაღში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო...

მხარდაჭერით ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით 25-26 სექტემბერს ისთ ფოინთში, (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 სთ-ზე) ყველაზე პატარა მეწარმეების, ბავშვების მარკეტი გაიმართება. ისინი თავიანთ შექმნილ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში წარმოადგენენ....

საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

14 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის...

გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

10 სექტემბერი, 2021 - გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. გალტ & თაგარტის კვლევაში განხილულია ღვინისა...