27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 16, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკი მომხმარებელს სესხის აღების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სესხის აღების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს სთავაზობს

22 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამიერიდან  ბანკის ციფრულ არხებში: მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ ვებგვერდზე სესხის აღება გამარტივებული პროცესით არის შესაძლებელი. 

სიახლის ფარგლებში მომხმარებელი ფილიალში მისვლის გარეშე, ბანკის ციფრულ   არხებშივე შეძლებს იხილოს მისთვის ხელმისაწვდომი სესხის ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა, (იქნება ეს იპოთეკური სესხი, განვადება, სამომხმარებლო სესხი თუ საკრედიტო ბარათი). საჭიროების შემთხვევაში კი მარტივად გაიაქტიუროს  დამტკიცებული სესხი.

მომხმარებელს მასზე კიდევ უფრო მეტად მორგებული შეთავაზებები მისაღებად შეუძლია მობილბანკშივე მიუთითოს საკუთარი შემოსავლები, საჭიროების შემთხვევაში ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია, მიუთითოს სასურველი თანხა და ვადა.  

იმისათვის, რომ მომხმარებელს ახალი ფუნქციონალი მობილბანკში გამოუჩნდეს, საჭიროა  აპლიკაციის განახლება App Store ან Play Store-ში.

„ინოვაციურობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ბიზნესპრინციპია. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ჩვენი ციფრული არხებით სარგებლობა  მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. ეს სიახლეც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომელიც აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს, არათუ გაიგოს მისი მაქსიმალური ლიმიტი ფილიალში მისვლის გარეშე, არამედ საჭიროების შემთხვევაში იქვე მარტივად გაიაქტიუროს კიდეც დამტკიცებული სესხი. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლის საჭიროებებზე დაფუძნებული სიახლეების შეთავაზებას“- განაცხადა ლევან კობახიძემ, საქართველოს ბანკის  ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაცია  სიახლის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3kFDpK8

- Advertisment -

ახალი სტატიები

მხარდაჭერით ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით 25-26 სექტემბერს ისთ ფოინთში, (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 სთ-ზე) ყველაზე პატარა მეწარმეების, ბავშვების მარკეტი გაიმართება. ისინი თავიანთ შექმნილ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში წარმოადგენენ....

საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

14 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის...

გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

10 სექტემბერი, 2021 - გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. გალტ & თაგარტის კვლევაში განხილულია ღვინისა...

„გალტ ენდ თაგარტი“ კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის პროგრამაში ერთვება

9 სექტემბერი, 2021- „გალტ ენდ თაგარტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ ერთვება. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში...