22.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრი გახდა

საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრი გახდა

 

28 ივლისი, 2021– საქართველოს ბანკმა, როგორც მაღალი კორპორაციული  პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ამჯერად ბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების, UN Global Compact-ის წევრი გახდა. 

UN Global Compact მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მდგრადი განვითარების ინიციატივაა. ინიციატივის ფარგლებში გაერო ცნობს და მხარს უჭერს იმ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა და სტრატეგიაც თანხვედრაში მოდის ისეთ უნივერსალურ პრინციპებთან, როგორიცაა: ადამიანისა და  შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა.

„საქართველოს ბანკისთვის დიდი პატივია გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბანკის საქმიანობა სრულ თანხვედრაშია გაეროს გლობალური შეთანხმების ძირითად პრინციპებთან. საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 100-ზე მეტი პროექტის მხარდამჭერია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებას, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნას, მეტი ადამიანის, სფეროს თუ ადგილის მდგრად განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებებით პროექტების მხარდაჭერას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ვრცლად, იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად  ახორციელებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://csr.ge/

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს,  დედაენის ბაღში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო...

მხარდაჭერით ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით 25-26 სექტემბერს ისთ ფოინთში, (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 სთ-ზე) ყველაზე პატარა მეწარმეების, ბავშვების მარკეტი გაიმართება. ისინი თავიანთ შექმნილ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში წარმოადგენენ....

საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

14 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის...

გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

10 სექტემბერი, 2021 - გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. გალტ & თაგარტის კვლევაში განხილულია ღვინისა...