19.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად ბიზნესმომხმარებლებს არასაბანკო შეთავაზებები მოუმზადა

საქართველოს ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად ბიზნესმომხმარებლებს არასაბანკო შეთავაზებები მოუმზადა

6 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა 70 პარტნიორ კომპანიასთან ერთად ბიზნესმომხმარებლებს არასაბანკო სერვისებზე სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა.

შეთავაზებები მრავალფეროვანია და ბიზნესის წარმომადგენლებს ფასდაკლებას ან უფასო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ბიზნეს ქონსალთინგი, მარკეტინგი, საბუღალტრო, საგადასახადო, თუ სხვა ტიპის მომსახურებები.

დეტალურად, შეთავაზებების სრული ჩამონათვალი ხელმისავწდომია ბმულზე: https://bit.ly/3wbiJh8

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ბიზნესმომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული სიახლეები შესთავაზოს. გარდა საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისა, რომელსაც ჩვენი ბიზნესმომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით მუდმივად ვავითარებთ, ჩვენ მათ უამრავ არასაბანკო შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიზნესკურსი – შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარების მიზნით შევქმენით. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, გვეძლევა შესაძლებლობა მეტად დავუჭიროთ მხარი ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს. დარწმუნებული ვართ, ის არასაბანკო შეთავაზებები, რომელიც მათ მოვუმზადეთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესების განვითარებას და მათ დაეხმარება წარმატების მიღწევაში“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც ბიზნესანგარიში საქართველოს ბანკში აქვს გახსნილი.

 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

25 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ...

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო...

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება....

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

23 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ....