19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 28, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკმა  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად პრო ბონო ვებინარი...

საქართველოს ბანკმა  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად პრო ბონო ვებინარი გამართა

16 ივლისი, 2021-  საქართველოს ბანკთან ერთად საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის  პრო ბონო ვებინარი: სოციალური მედიის მართვა ჩატარდა.

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის თანამშრომელმა სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის ვებინარი პრო ბონოდ ჩაატარეს.  ვებინარი ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: კამპანიების დაგეგმვა სოციალურ მედიაში და  სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად მართვა, კამპანიების შედეგების ანალიზი, კონტენტის ფორმატები და ა.შ.

 

პრო ბონო ვებინარის ბენეფიციარი  ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები  არიან, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ეს ორგანიზაციებია: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი – EDEC, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სოციალური საწარმოების ალიანსი, ასოციაცია “ანიკა”, სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი.

 

ვებინარი პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“-ს  ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ინფორმაციისთვის, “საქართველოს პრო ბონო ქსელი” წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. “საქართველოს პრო ბონო ქსელი” ოფიციალურად 2015 წლის ოქტომბერში დაარსდა “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ინიციატივით. საქართველოს ბანკი  2016 წლიდან არის საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი და აქტიურად ერთვება პრო ბონო მარათონებსა და ვებინარებში.

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრი გახდა

  28 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკმა, როგორც მაღალი კორპორაციული  პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ამჯერად ბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების, UN Global Compact-ის წევრი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

 27 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ ჩართულობას. ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას- მტირალასა და...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა

27 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა-კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ...

საქართველოს ბანკისა და GEC-ის სპეციალური შეთავაზება ფინტექ კომპანიებს

26 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკმა ფინტექ მიმართულების ბიზნესებს მორიგი შეთავაზება მოუმზადა. ამიერიდან საკონსულტაციო კომპანია GEC ბანკის პარტნიორ ფინტექ კომპანიებს ბიზნესმოდელის განხილვის მიმართულებით უფასო კონსულტაციებსა...