12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის ხარისხის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის ხარისხის ჯილდო მიიღო

4 მაისი, 2022- Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკი მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის  Sustainable Client Excellence Award 2021- ის გამარჯვებულად დაასახელა.

ბანკს ჯილდო ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის გადაეცა.

„დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად ხარჯების შემცირება და გაუმჯობესებული სერვისი, რომელსაც STP უზრუნველყოფს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ამ ჯილდოს შეფასების საფუძველი, ისევე როგორც წინა წლებში, იყო ავტომატური წესით გადარიცხვების STP მიმართულება. გარდა ამისა, გვინდოდა შეგვეფასებინა ჩვენს ინსტიტუტებს შორის არსებული თანამშრომლობა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბანკს წარმატებული მრავალწლიანი პარტნიორობისთვის. მოუთმენლად ველით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა“, – აცხადებს Deutsche Bank-ის მმართველი დირექტორი და ფულადი სახსრების მართვის ხელმძღვანელი, ვოლფგანგ ვაგნერი.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2021 წელს სხვადასხვა ვალუტაში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. ეს ჯილდო ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს.’’ – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

 

 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

25 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ...

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო...

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება....

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

23 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ....