8.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 23, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკმა EBRD-ისგან მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის 90 მლნ. ლარის...

საქართველოს ბანკმა EBRD-ისგან მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის 90 მლნ. ლარის ინვესტიცია მოიზიდა

 

3 სექტემბერი, 2021– საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის დაახლოებით 90 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა.

5 წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებული იყოს  ადგილობრივ ვალუტაში, აღნიშნული ბიზნესების გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ასევე, ხელს შეუწყობს ბიზნესებს დააკმაყოფილონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოთხოვნები.

დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. აღნიშნულ ფინანსურ რესურსს EBRD-ი  „გალტ ენდ თაგარტი“-ს დახმარებით, ლარში განთავსებული კერძო ობლიგაციებით მიიღებს.

„მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მომხმარებელი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლების ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებას. მსგავსი გრძელვადიანი თანამშრომლობა ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს აქტიურად გავაგრძელოთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლის ყველაზე საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველყოფა. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერისათვის და  ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი წარმატებული შეთანხმება განხორციელდება“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

”მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი წარმატებული გარიგება განხორციელდა EBRD-ს და მის დიდი ხნის პარტნიორს შორის. აღნიშნული საკრედიტო ხაზი რეგიონის მასშტაბით დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ინსტრუმენტია. აღნიშნული ფინანსური რესურსი იძლევა შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნები. ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დამატებითი დაფინანსება წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად აითვისონ ახალი რესურსები DCFTA სტანდარტების დაცვით”, – განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

 

 

 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია – მედიაში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა...

“მოდით ღარიბაშვილს დავარქვათ “ჰიტლერი 2” – ლამარა აბჟანდაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით ამ ღარიბაშვილს დავარქვათ "ჰიტლერი 2 ",  - ამის შესახებ Facebook-ზე ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე წერს. ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით...

ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

  22 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა...