4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება სერგეენკო: "ამ საათებში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება გადაიყვანენ თუ არა"

სერგეენკო: “ამ საათებში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება გადაიყვანენ თუ არა”

ქართული ოცნების დეპუტატმა დავით სერგეენკომ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ თქვა, რომ დამატებითი კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ, გადაიყვანენ თუ ადგილზე ჩაუტარებენ სამედიცინო სერვისებს მიხეილ სააკაშვილს. 

სერგეენკოს თქმით, პირველ რიგში ექიმები ჩამოწერენ გეგმას, რა კვლევებია საჭირო დიაგნოზისთვის.

“თავიდანვე ვიტყვი რომ ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. იყო გარკვეული პრობლემები.

დღესვე დაიგეგმა და უკვე სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია, როდესაც ექიმი სპეციალისტები ჩამოწერენ უახლოესი საათების ხვალინდელ გეგმას, რა სერვისებია საჭირო ამ ახალი გამოვლენილი პრობლემის დიაგნოსტირებისთვის. 

რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება თუ გახდება საჭირო მისი გადაყვანა, ეს გადაწყდება ამ საათებში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ. 

სამედიცინო სერვისები ადგილზე იქნება, თუ გახდება საჭირო გადაყვანა, კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება გადაიყვანენ თუ ადგილზე ჩაუტარებენ სერვისებს” – თქვა სერგეენკომ.

იგი, ასევე განმარტავს, რომ დაიგეგმა სულ ხუთი კონსულტაცია, რომელთაგან ერთი უკვე დასრულდა. 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...