24.8 C
Tbilisi
კვირა, ივლისი 3, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება ტიკარაძე: სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ნეგატიური პროცესი, რაც ხელს შეუშლის ვაქცინაციას

ტიკარაძე: სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ნეგატიური პროცესი, რაც ხელს შეუშლის ვაქცინაციას

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ ეთანხმება.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რაც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება. ისევ და ისევ ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ”, – ამბობს ტიკარაძე.

24 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ნოემბრიდან პროფესიულ ჯგუფებში აცრის სავალდებულობასთან დაკავშირებით შესაძლო ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთლიანი მოსახლეობაში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად განიხილება არაპირდაპირი დავალდებულების პრინციპის დანერგვა, რაც არავაქცინირებული ადამიანებისთვის მომსახურეობების ნაწილთან წვდომის შეზღუდვაში გამოიხატება. 

სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას “არ დაუშვებს”

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 4 927 აცრა ჩატარდა. დღეს, 26 ოქტომბერს 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა.  

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა

1 ივლისი, 2022- ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გურჯაანში 4 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდა, რომლის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის  “ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა

1 ივლისი, 2022-საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის წახალისებასა და პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ბინადარის“ პარტნიორობის შედეგად ლისზე, ტაბიძის 41 ნომერში,  ა და ბ...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

30 ივნისი, 2022-  2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე.  თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია არაერთი საინტერესო შეხვედრა. კონკრეტულად კი:...

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება

30 ივნისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება. პროექტი 0,15 ჰა-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს, სამაცივრე მეურნეობასა და...