4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია - Wizz Air თურნავას განცხადებაზე

ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია – Wizz Air თურნავას განცხადებაზე

ეკონომიკის მინისტრ, ნათია თურნავასგან განსხვავებით, კომპანია Wizz Air საქართველოდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. უნგრული ავიაკომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა, ანდრას რადომ, “მთავარი არხის” კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფრენების აღდგენას გამორიცხავს.

Wizz Air ადასტურებს, რომ განაცხადი შეიტანა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენეზე ნებართვების მოსაპოვებლად 2021 წლის ზაფხულის საავიაციო სეზონზე, რომელიც 2021 წლის 28 მარტს იწყება. საუბარია 20 მიმართულებაზე, კვირაში 45 სიხშირით, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია, დაიწყება თუ არა ფრენები, არ აქვთ.

“Wizz Air განაახლებს ფრენებს საქართველოდან, როგორც კი რეგულაციები და შეზღუდვები ამის შესაძლებლობას მისცემს და ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა იქნება. ამ ეტაპზე ძალიან ადრეა კომენტარის გაკეთება ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით და ამ საკითხზე სპეკულაციას არ დავიწყებდით, რადგან სიტუაცია ძალიან მერყევია ყველა ბაზარზე”, – თქვა ანდრას რადომ.

მან აღნიშნა, რომ Wizz Air ფრენები დაიწყება ქუთაისის აეროპორტიდან მას შემდეგ, რაც გარემოებები ამის შესაძლებლობას მისცემთ. მისივე განცხადებით, ფრენების აღდგენის შემდეგ ბილეთის ფასები, სავარაუდოდ, არ გაიზრდება.

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...