4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი საზოგადოება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank Tbilisi გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank Tbilisi გაიმართება

22 ნოემბერი, 2021- საქართველოს ბანკი სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებების პარტნიორია. ბანკის ჩართულობით ProductTank Tbilisi-ის წლევანდელ შეხვედრაზე 3 ქართული სტარტაპი წარდგება, რომლებმაც უკვე გაიარეს 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში. მათ ასევე მიიღეს მონაწილეობა სან-ფრანცისკოში 2-კვირიან სააქსელერაციო პროგრამაში, რომლის მიზანიც სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება და მათი ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაზრდის ხელშეწყობაა.

Product Tank Tbilisi- ის სპიკერები იქნებიან:

·        გეგა წურწუმია, Payze-ის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი

·        ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

·        დავით ყაველაშვილი, Digital Area-ს უფროსი პორტფელის მენეჯერი

შეხვედრას მოდერატორობას ნოდო ივანიძე, WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გაუწევს.

„Startup Büro და ProductTank Tbilisi მის პარტნიორებთან ერთად აქტიურად განაგრძობენ პროდუქტ ქომუნითის გაერთიანებას, რომ პროდუქტ მენეჯმენტი, როგორც კარიერა, კიდევ  უფრო მნიშვნელოვანი გავხადოთ. ჩვენი არაფორმალური შეხვედრების სერია, მისი კონტენტი და პრემიუმ სპიკერები გრძელვადიან პერიოდში ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის ზრდასა და გაძლიერებას მოემსახურება“,- განაცხადა გური ქოიავამ, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელმა და ProductTank Tbilisi-ის თანაორგანიზატორმა.

 

„საქართველოს ბანკის ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტარტაპებს სამომავლო განვითარებაში.  ამის ნათელი მაგალითია ის პროექტები, რომელსაც ჯგუფი ამ მიზნით ახორციელებს. სწორედ ასეთი პროექტის, 500 Georgia-ს ორი გამარჯვებული სტარტაპი გაუძღვება შეხვედრას. ისინი სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც მიიღეს როგორც საქართველოში, ასევე სილიკონ ველიზე.  ვფიქრობთ,  ეს თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და საკუთარი საქმიანობის მასშტაბირებაზე ფიქრობს. საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები სტარტაპისთვის ზრდისა და სამომავლო განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა “,- განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა.

ProductTank Tbilisi-ზე დასწრება უფასოა და ის 26 ნოემბერს, მოძრაობის თეატრში (აღმაშენებლის გამზირი #182), 19:00 საათზე გაიმართება. უსაფრთხოების რეგულაციების მიხედვით, ღონისძიება მხოლოდ 100 დამსწრეს უმასპინძლებს. შეხვედრაზე დასასწრებად უნდა იყოთ სრულად ვაქცინირებული ან წარმოადგინოთ სწრაფი/PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

მსურველებმა დასწრება შემდეგ ბმულზე უნდა დაადასტურონ:

https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/282123017

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...