-1.2 C
Tbilisi
პარასკევი, იანვარი 21, 2022

რეკლამა

მთავარი საზოგადოება “Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება ...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი
შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში
2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით,
Georgia Capital-მა 30 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების კომერციული უძრავი ქონებების
პორტფელი გაყიდა.

უფრო კონკრეტულად, ტრანზაქციის დასაწყისიდან მის დასრულებამდე, Galt & Taggart-
მა Georgia Capital-ს შერწყმა-შეძენასთან (M&A) დაკავშირებული საკონსულტაციო
მომსახურება გაუწია, რაც გულისხმობდა მხარდაჭერას აქტივების შეფასების,
ინვესტორთა ბაზის იდენტიფიცირების და აქტივების მეშვეობით პოტენციურად
ბიზნესის/კომერციული საქმიანობის განხორციელების გეგმის შექმნასა და
ჩამოყალიბების პროცესებში. ასევე, მხარდაჭერას მარკეტინგული დოკუმენტაციის
მომზადებაში, შერჩეულ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმართვასა და
ტრანზაქციების დახურვაში. აღნიშნული ერთ-ერთი უმსხვილესი M&A ტრანზაქციაა
ადგილობრივ ბაზარზე.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით წარმატებით განხორციელდა მსგავსი
მასშტაბის M&A გარიგება. როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოელ
ინვესტორთათვის, აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Galt & Taggart-ის
სანდოობას ფინანსური კონსულტაციების კუთხით. ვფიქრობთ, ეს გამოცდილება ხელს
შეუწყობს ქვეყანაში M&A მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურების
განვითარებას. Galt & Taggart-ი აგრძელებს მომხმარებლისთვის ახალი
შესაძლებლობების შექმნას, იქნება ეს ინვესტიციებისა და აქტივების მართვის,
ფინანსური კონსულტაციების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებებით თუ სხვა“, –
აცხადებს Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი, ოთარ შარიქაძე.

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო

18 იანვარი, 2022 - საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება

5 იანვარი, 2022- საქართველოს ბანკი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, 14 იანვარს, ეროვნულ გალერეაში, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება. ღონისძიება...

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება

28 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა დარგის...

ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

24 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი  ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის...