4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი სამართალი გახადეთ საჯარო მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენები - იურისტთა ჯგუფი ხელისუფლებას

გახადეთ საჯარო მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენები – იურისტთა ჯგუფი ხელისუფლებას

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი სისხლის სამართლის განაჩენები გაასაჯაროოს.

15 ოქტომბერს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გადმოცემის მოთხოვნით, რაზეც მათ 18 ოქტომბერს უარი მიიღეს, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით.

“სასამართლოს ასეთი პრაქტიკა გამონაკლისი არ არის, სასამართლოები სისტემატურად აცხადებენ უარს კონკრეტული პირების მიმართ გამოტანილი განაჩენების გასაჯაროებაზე, მათ შორის ისეთ საქმეებზე რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უარი არის როგორც უკანონო, ასევე დაუსაბუთებელი. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას”, – წერია განცხადებაში.

იურისტები მიიჩნევენ, რომ იურიდიულ პროფესიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს და საქართველოს მოსახლეობას აქვს სრული უფლება იცოდეს თუ რისთვის იქნა მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...