-0.2 C
Tbilisi
სამშაბათი, იანვარი 18, 2022

რეკლამა

მთავარი სამართალი კადრების ნახვის შემდეგ, როდესაც სააკაშვილი გლდანის ციხეში შეიყვანეს, ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა,...

კადრების ნახვის შემდეგ, როდესაც სააკაშვილი გლდანის ციხეში შეიყვანეს, ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა, ძალიან განვიცადე – ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელმაც მესამე პრეზიდენტი უნდა გაასამართლოს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის თქმით, მას ჰგონია, რომ ორშაბათს, 29 ნოემბერს სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვის მორიგ პროცესს ფიზიკურად დაესწრება. მოსამართლე მიიჩნევს, რომ თუ ექიმთა კონსილიუმი შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ, ვერავინ გაბედავს მათ წინააღმდეგ წავიდეს. ლიანა ორკოდაშვილმა ამის შესახებ TV პირველის ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ისაუბრა.

“რატომღაც მგონია, რომ კი სააკაშვილი 29 ნოემბერს დაესწრება სასამართლო პროცესს. უსვამენ ხაზს, რომ ფიზიკურად უკვე უკეთესად არის, რომ მას გადაადგილება შეუძლია, პლუს, რამდენიმე დღე დარჩა იქამდე. ალბათ, ვერავინ ვერ გაბედავს, რომ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს და თუ ისინი იტყვიან, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია, არ მოიყვანონ. მაგრამ თუ არ მოიყვანეს, ჩვენ ისევ არ განვიხილავთ მის გარეშე.

მე როგორც გავარკვიე, მოთხოვნა უკვე გაგზავნილია. პირიქით, ჩვენს ინტერესში შედის ყველანაირად, ადამიანურადაც და სამართლებრივადაც, სააკაშვილზე არც ვთქვათ, ზოგადად ვთქვათ, ყველა იმ ადამიანმა, რომლის მიმართაც საქმეს განვიხილავ, საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას მისცემს საშუალებას, ექიმებსაც ვუსმინე, როგორც ამბობენ, ფიზიკურად უკეთესად არის, მაგრამ ცოტა ფსიქიკური პრობლემებიო, ეს უკვე თვითონ უნდა გადაწყვიტონ, მით უმეტეს, ექიმების კონსილიუმიც არსებობს”. – თქვა ორკოდაშვილმა.

ინტერვიუსას ლიანა ორკოდაშვილმა ისაუბრა იმ კადრებზეც, რომელიც რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ასახავს. მოსამართლის თქმით, ნებისმიერი ადამიანის მიმართ ქცევა კონკრეტულ ფარგლებში უნდა ჯდებოდეს

“როგორც ადამიანს და როგორც მოსამართლესაც, ძალიან მძიმე, ძალიან განვიცადე, იმიტომ, რომ მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა ფარგლებში უნდა იჯდეს. რაც ჩვენ გვაჩვენეს, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო”. – ამბობს მოსამართლე.

ლიანა ორკოდაშვილმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე და თქვა, რომ მოსამართლეების მიერ ექსპრეზიდენტისთვის წინასწარი პატიმრობის მოხსნის შემდეგ, შეწყალების შემთხვევაში, სააკაშვილი ციხეს მაშინვე დატოვებს.

“თუ ქალბატონი სალომე მივა იმ დასკვნამდე, რომ გაითვალისწინოს ყველა ის გარემოება, რაც ხდება ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ და შეიწყალოს ის, ჩვენ რომ პატიმრობა არ გაგვეუქმებინა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ ქალბატონი სალომე მივა იმ დასკვნამდე, რომ მას შეიწყალებს, მას ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთა აღარ აქვს და ის გარეთ იქნება”. – თქვა ორკოდაშვილმა.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო

18 იანვარი, 2022 - საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება

5 იანვარი, 2022- საქართველოს ბანკი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, 14 იანვარს, ეროვნულ გალერეაში, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება. ღონისძიება...

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება

28 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა დარგის...

ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

24 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი  ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის...