საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება.
ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მესამე პრეზიდენტს საკუთარ პროცესზე დასწრების საშუალებას მისცემენ.
გორის ჰოსპიტლის ეზო ცოტა ხნის წინ დატოვა პენიტენციური სამსახურის სპეციალურმა მანქანამ, რომლითაც მსჯავრდებულები გადაჰყავთ. ფორმულა ინფორმაციას პენიტენიურ სამსახურში არკვევს, თუმცა უწყებაში საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე – ჯერ არა.