4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი სამართალი მიხეილ სააკაშვილმა არა საკნიდან, არამედ საშხაპედან გადასძახა შეკრებილებს-პენიტენციური სამსახური

მიხეილ სააკაშვილმა არა საკნიდან, არამედ საშხაპედან გადასძახა შეკრებილებს-პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა საშხაპე ოთახიდან მიმართა, რითაც შინაგანაწესი დაარღვია. მათივე ცნობით, ბადრაგი მას დერეფანში ელოდებოდა. 

პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმავე საკანშია, სადაც თავდაპირველად მოთავსდა.

“ინფორმაციისთვის: დაწესებულების დებულების თანახმად,  მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს. საშხაპე ოთახში დაწესებულების  მოსამსახურეებს  შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი  პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა  სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და  დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი. დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს”, – აცხადებენ უწყებაში.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან შეკრებილებს გისოსებიდან მიმართა. მან რამდენიმე წამით შეძლო ფანჯარასთან მისვლა.

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...