ანასტასია შატალოვას მკვლელობის ადგილიდან ექსკლუზიური ფოტომასალა ვრცელდება. ფოტო მასალას “ფორმულა” და “იმედი” ავრცელებემ. გავრცელებული ინფორმაციით შატალოვას საქმეში არაპროფესიონალი დაქირავებული მკვლელი ფიგურირებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიება დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი სიგარეტის ნამწვის ექსპერტიზის შედეგს ელოდება.
ადვოკატის ინფორმაციით, თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მცირეწლოვანი შვილი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადადის. გადაწყვეტილება მეურვეობის მულტიფუნქციურმა საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს გვიან ღამით, საბურთალოზე, ნაქირავები სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. მას რამდენჯერმე ესროლეს. მეზობლები ამბობენ, რომ შენიშნეს ადამიანი, რომელიც მკვლელობის ადგილიდან გარბოდა.
შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში 1988 წელს დაბადებული ბაჩუკი ლატარია, 1983 წელს დაბადებული ბიძინა ხასია და 1977 წელს დაბადებული ლევან რაჯავი დააკავა. სასამართლომ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამივე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.