19.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 29, 2021

რეკლამა

მთავარი სამართალი ხაშურში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

ხაშურში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხაშურში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკვებულია 1986 წელს დაბადებული ჩ.ო.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული ხაშური-სურამის შემოვლითი გზის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა კალიბრის 745 საბრძოლო ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სათადარიგო ნაწილები” – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრი გახდა

  28 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკმა, როგორც მაღალი კორპორაციული  პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ამჯერად ბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების, UN Global Compact-ის წევრი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

 27 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ ჩართულობას. ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას- მტირალასა და...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა

27 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა-კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ...

საქართველოს ბანკისა და GEC-ის სპეციალური შეთავაზება ფინტექ კომპანიებს

26 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკმა ფინტექ მიმართულების ბიზნესებს მორიგი შეთავაზება მოუმზადა. ამიერიდან საკონსულტაციო კომპანია GEC ბანკის პარტნიორ ფინტექ კომპანიებს ბიზნესმოდელის განხილვის მიმართულებით უფასო კონსულტაციებსა...