სასამართლომ “პირველ არხს” მიხეილ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქების უფლება მისცა

178

„ეს მოთხოვნა გვქონდა წინა სხდომაზეც და არ დააკმაყოფილეთ. ახლა ახალი და მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომ სხდომას მესამე პრეზიდენტი ესწრება. მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც ძლიერი ინტერესია სააკაშვილის სასამართლოში გამოსვლის მიმართ.

იმ ფონზე, რომ ორი თვის განმავლობაში არ ჰქონდა ეს შესაძლებლობა, მიემართა ხალხისთვის, ამის შესაძლებლობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ ეძლევა და მიუღებელია, რომ მხოლოდ საქართველოს პირველ არხს აქვს სხდომის გადაღების უფლება. ჩვენ არ ვერჩით საზოგადოებრივს, კარგია, რომ ისინი აშუქებენ, თუმცა, მათაც შეზღუდულად აქვთ ეს უფლება და არა პირდაპირ რეჟიმში. ამ პროცესის ცოცხალს რეჟიმში გადაცემა საპროცესო ნორმების აღსრულებას და საქმეს არ შეუშლის ხელს.

10 ნოემბერს რომ მოგვწერეს სააკაშვილის გადაყვანას არეულობა მოჰყვებაო, აგერ არის დღეს და აქ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. თუ დარბაზში ამ ისტორიულ პროცესზე დაუშვებთ ვიდეოგადაღებას, გვექნება შესაძლებლობა საჯარო ინტერესი ბოლომდე დაკმაყოფილდეს. მაგალითად, ქალბატონმა ლიანამ კარგად იცის, საჯაროობის მნიშვნელობა. თქვენ ხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს პოზიციის გაშუქებას. მოგვეცით უფლება, სხვა მედიასაშუალებები შემოვიდნენ. სულ მცირე „მთავარი“, „ტვ პირველი“ და მაგალითად უკრაინული არხი“, – მიმართა  ბექა ბასილაიამ მოსამართლეს.