-3.2 C
Tbilisi
ოთხშაბათი, იანვარი 19, 2022

რეკლამა

მთავარი სოციალური მედია Facebook-მა და Instagram-მა ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით ქართული მეკობრული საიტების გვერდები წაშალა

Facebook-მა და Instagram-მა ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით ქართული მეკობრული საიტების გვერდები წაშალა

 

Facebook-მა და instagram-მა ჰოლივუდის კინოსტუდიების – დისნეი, პარამაუნტი, ვორნერი, უნივერსალი, სონი, ნეტფლიქსი – გაერთიანება MPA(Motion Picture Association)-ის მიმართვის საფუძველზე ქართულ პირატულ საიტებს (adjaranet.com iMovies.cc, croconet.com, qartulad.com srulad.com geosaitebi.ge, hoovies.net ,movies.ge), რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ, ინტელექტუალური საკუთრების სრული უგულებელყოფით ავრცელებენ და არეკლამებდნენ მოპარულ ფილმებს და სერიალებს, ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმებზე გვერდები წაუშალა. ამის შესახებ დღეს საქართველოს ანტი-მეკობრეული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბეჟაშვილმა, აღნიშნული ცენტრის წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე Terminal University-ში ისაუბრა.

მათივე ინფორმაციით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესი კიდევ უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებს. მოსალოდნელია, რომ google-ის საძიებო სისტემა და google-ის სხვა ინფრასრტუქტურა, პირატული საიტებს შეზღუდავს.

„საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ჰოლივუდის სტუდიებთან და მისი მიზანია საქარათველოში ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც გულისხმობს არალეგალურ საიტებზე (adjaranet.com iMovies.cc, croconet.com, qartulad.com srulad.com geosaitebi.ge, hoovies.net ,movies.ge) უკანონოდ განთავსებული და მოპარული ფილმების და სერიალების შეზღუდვას. საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრი აერთიანებს ყველა ძირითად ტრადიციულ თუ არატრადიციულ მედიას, ინტერნეტპროვაიდერებს, კინოთეატრებსა და თითქმის ყველა იმ მხარეს, ვინც აუდიო-ვიზუალურ კონტენტს ინტელექტუალური საკუთრების დაცვით ქმნის ან იყენებს“, – აცხადებს საქართველოს ანტი-მეკობრეული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბეჟაშვილი.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო

18 იანვარი, 2022 - საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება

5 იანვარი, 2022- საქართველოს ბანკი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, 14 იანვარს, ეროვნულ გალერეაში, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება. ღონისძიება...

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება

28 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა დარგის...

ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

24 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი  ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის...