17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 4, 2022

რეკლამა

მთავარი სპორტი სომხეთი-საქართველო ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა დღეს გაიმართება

სომხეთი-საქართველო ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა დღეს გაიმართება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთთან ერთა ლიგის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლონეთის ქალაქ ტიხის ცენტრალურ სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტური ვითარების გამო, უეფამ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრის ერევანში ჩატარების უფლება არ დართო და „ჯავროსნები“ მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, პოლონეთის ქალაქ ტიხში შედგება.

შეხვედრის მასპინძელ ქვეყანაში ჩვენი ნაკრები მატჩამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა. ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისიდან ქალაქ კატოვიცეში ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა.

პოლონეთში ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელთან ერთად იმყოფება. გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ჩაკვეტაძე სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილ შეხვედრებს ტრავმის გამო გამოტოვებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლიკოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხიპოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

სომხეთი-საქართველოს მატჩის მთავარი მსაჯი ხორვატი ივან ბებეკი იქნება. ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ქალაქ ტიხის სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა

1 ივლისი, 2022- ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გურჯაანში 4 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდა, რომლის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის  “ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა

1 ივლისი, 2022-საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის წახალისებასა და პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ბინადარის“ პარტნიორობის შედეგად ლისზე, ტაბიძის 41 ნომერში,  ა და ბ...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

30 ივნისი, 2022-  2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე.  თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია არაერთი საინტერესო შეხვედრა. კონკრეტულად კი:...

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება

30 ივნისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება. პროექტი 0,15 ჰა-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს, სამაცივრე მეურნეობასა და...