“გთხოვთ, 7 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე და ცოცხალი ჯაჭვით ვაჩვენოთ ჩვენი ძალა უკრაინელებს და მსოფლიოს” – ხოშტარია

141
დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია მოქალაქეებს მოუწოდებს, 7 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ და ცოცხალ ჯაჭვში ჩაბმით გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. 
“ჩვენი, ყველას ვალია, როგორც მოქალაქეების, გამოვიდეთ და ვთქვათ ხმამაღლა, რომ საქართველო დგას უკრაინის გვერდით, თავისუფლების გვერდით და სახელმწიფოებრიობის, დასავლური ფასეულობების გვერდით. ამიტომ, გთხოვთ, დღეს, 7 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე და ცოცხალი ჯაჭვით ვაჩვენოთ ჩვენი სიმართლის, სისწორის და თავისუფლების ძალა უკრაინელებს და მთელს მსოფლიოს,”-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.