დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

151
President Donald Trump speaks with reporters about the coronavirus in the James Brady Briefing Room of the White House, Friday, May 22, 2020, in Washington. (AP Photo/Alex Brandon)

კორონავირუსის დადასტურების დღესვე, 2 ოქტომბერს დონალდ ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ის მომდევნო დღეებს ვაშინგტონის მახლობლად ვოლტერიდის  სამხედრო ჰოსპიტალში გაატარებს.

დონალდ ტრამპს უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის არ გადაუბარებია. ის მუშაობას კლინიკიდან განაგრძნობს.

საავადმყოფოში წასვლამდე დონალდ ტრამპმა პირადი მიმართვა გაავრცელა ტვიტერზე.

‘’მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის. მე ვოლტერიდის სამხედრო ჰოსპიტალში გადავდივარ. თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი რიგზეა. პირველი ლედიც კარგად გრძნობს თავს. ამას არასოდეს დავივიწყებ”. – დაწერა მან. 

პრეზიდენტის და პირველი ლედის ინფიცირების შემდეგ ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა და ტრამპს და მის ცოლს გამოჯანმრთელება უსურვა, ამასთან, ირიბად გაუსვა ხაზი პრეზიდენტის დამოკიდებულებას COVID 19-ის მიმართ. 

”მე და ჩემი ცოლი ვლოცულობთ პირველი ლედისთვის და დონალდ ტრამპისთვის, რომ მალე გამოჯანმრთელდნენ, და იმედია თქვენც ლოცულობთ. ეს პოლიტიკის საკითხი არ არის, ეს კარგი შეხსენებაა იმისთვის, რომ ვირუსს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. თუ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში პირბადეს ყველა გამოიყენებს შესაძლოა ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ”. – თქვა ბაიდენმა. 

ამერიკაში ჯამში კორონავირუსის 7,549,771 შემთხვევაა, აქედან 213,526 გარდაცვლილია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი – 4,777,577.