ვინც გაბედავს დანაშაულის ჩადენას, დაისჯება – კალაძე

148

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, არის ფიზიკური დაპირისპირების კონკრეტული სამწუხარო ფაქტები და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„წინასაარჩენო კამპანია, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. არის კონკრეტული სამწუხარო ფაქტები, სადაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და მე აქ არ დავიწყებ იმის გარჩევას თუ რომელი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ძალადობა და შესაბამისად, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი და ვინც გაბედავს დანაშაულის ჩადენას, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.