ილია ფილფანს ინტერპოლი ეძებსილია ფილფანს ინტერპოლი ეძებს

140

სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის მოზარდს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს. შესაბამისი ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.  ცნობისთვის, ილია ფილფანი 18 ივლისს გაუჩინარდა. დილის 11 საათზე ის სოფელ ლენჯერში, საცხოვრებელი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.