კახა კალაძემ ინფექციონისტებს საპატიო თბილისელის სტატუსი მიანიჭა

136

კახა კალაძემ ინფექციონისტებს და ექიმებს – თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს, ლევან რატიანს, მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს, ამირან გამყრელიძეს და ლევან გოფოძეს საპატიო თბილისელის სტატუსი მიანიჭა.

დაჯილდოება თბილისობის  ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მერიამ, თავის მხრივ, კონცერტით აღნიშნა.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და ლევან რატიანი ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს წარსულში არაერთხელ დაესწრნენ.