ხარკოვში – გენშტაბის ინფორმაციით, დაიწვა ოკუპანტების 4 ტანკი, დაღუპულია 50-მდე რუსი სამხედრო

160

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის რაიონში და გაერთიანებული ძალების მოქმედების რაიონში. ოფიციალური ინფორმაციით, ხარკოვის შემოვლით გზაზე ოკუპანტების 4 ტანკი დაიწვა.
ასევე განადგურებულია სულ მცირე 6 თვითმფრინავი, 2 შვეულმფრენი და მოწინააღმდეგის ათობით ჯავშანმანქანა. დაღუპულია 50-მდე რუსი ოკუპანტი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რთული ვითარებაა ხერსონის მიმართულებით, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრესორის წინსვლას აკავებენ.ხარკოვის მერი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს სიმშვიდისა და სახლებში დარჩენისკენ.